უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ კარგი დეტალები გახდება ცნობილი.
"რაც შეეხება ფრონტს, მოკლედ ვიტყვი და ჯერჯერობით დეტალების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ კარგი დეტალები იქნება. წინ მივდივართ და ვათავისუფლებთ ჩვენს მიწას", - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 6 სექტემბერს ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმატებული კონტრშეტევა დაიწყეს. 14 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში უკვე დაახლოებით 8 500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს.