საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ინგლისის და უელსის პროკურატურის დირექტორს და მეფის მრჩეველს მაქს ჰილს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და ინგლისის და უელსის პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.