ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზე ნეკა დოროყაშვილის გამოკითხვა გაგრძელდება და დაცვის მხარის შეკითხვებს უპასუხებს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე, ძალადობის ბრალდებით 2 წლის წინ დააკავეს და 100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ჩოგბურთელი დანაშაულს არ აღიარებს.