საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, ხავიერ კოლომინასთან.
შეხვედრაზე განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი. საუბარი შეეხო მადრიდის სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების დროულად განხორციელების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების რთულ გარემოს და ნატოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობას.