ზლატან იბრაჰიმოვიჩი „ასტერიქსის და ობელიქსის“ ახალ ნაწილში გამოჩნდება. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ფილმის თრეილერი შვედმა ფეხბურთელმა თავად გააზიარა. პოპულარული კომედიის მორიგ ნაწილში იბრა რომაელ ლეგიონერის - ანტივირუსის როლს შეასრულებს. ეს „მილანის“ თავდამსხმელის პირველი კინოროლია.
ფილმის პრემიერა 2023 წლის თებერვალში გაიმართება. იბრაჰიმოვიჩი ერთადერთი ფეხბურთელი არ არის, ვინც ამ ფილმების სერიაში გამოჩნდა. 2008 წელს პატარა როლი მასში ზინედინ ზიდანმაც შეასრულა.