საქართველოდან, მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი შემცირდა. 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან 66,7 მლნ აშშ დოლარის მინერალური და მტკნარი წყალი გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 92,5 მლნ აშშ დოლარის ტონა წყალი.
აღსანიშნავია, რომ მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის შემცირება ძირითადად რუსეთისა და უკრაინის ხარჯზეა. მიმდინარე წლის 1-ელ 8 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთში ექსპორტი 41,4 მლნ-დან 28,5 მლნ დოლარამდე შემცირდა. რაც შეეხება უკრაინას, გასულ წელს 17,7 მლნ ლარის პროდუქტი გაიყიდა, 2022 წელს კი, 6,9 მლნ აშშ დოლარის.
10 ქვეყანას შორის, სადაც მიმდინარე წელს საქართველომ მინერალური და მტკნარი წყლები ყველაზე დიდი მოცულობით გაყიდა ლიდერობს: რუსეთი - 28.5 მლნ აშშ დოლარით, მას მოსდევს ყაზახეთი, სადაც ექსპორტმა 13.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; მე-3 ადგილზეა - უკრაინა - 6.9 მლნ აშშ დოლარით, მე-4 და მე-5 პოზიციებს ბელარუსი და ლიეტუვა იკავებენ, სადაც ექსპორტი შესაბამისად, 3.9 და 3.4 მლნ აშშ დოლარი იყო.
ასევე ექსპორტიორ ქვეყნებს შორისაა: უზბეკეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი, აშშ და ლატვია.