დღეს, მართმადიდებელი სამყარო ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. დილიდან, ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება, სრულიად საქართველოს პატრიარქმა აღავლინა. ილია მეორემ, მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და ქადაგებით მიმართა.