„როს კოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი, დიმიტრი როგოზინი, შესაძლოა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკანონოდ ჩამოყალიბებული ახალი ფედერალური ოლქის ხელმძღვანელად დაინიშნოს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გამოცემას ყირიმის ე.წ.ლ „მთავრობასთან“ დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, რომ რუსეთში ე.წ.ი „რეფერენდუმების“ შემდეგ შესაძლოა შეიქმნას ახალი ფედერალური ოლქი, „ყირიმის ოლქი“, რომელიც მოიცავს უკრაინის უკანონოდ ანექსირებულ ტერიტორიებს ყირიმთან ერთად.