ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „ფეისბუქში“ წერს, რომ რუსეთი იძულებული იქნება უკან დაიხიოს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან - სამართლიანობა გაიმარჯვებს, როცა რუსეთი დამარცხდება და მის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია გათავისუფლდება. მისი თქმით, დღეს თავისუფლებისთვის უკრაინულმა თავგანწირვამ, რუსული იმპერიალისტური მიზნების დამარცხების შანსი შექმნა.