ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე კვლავ ახალ დეტალებზე საუბრობს. დაზარალებულმა ნელი დოროყაშვილმა სასამართლოზე განაცხადა რომ მას ბასილაშვილმა ტელეფონზე მოსასმენი დაუყენა. ნეკა დოროყაშვილის განმარტებით, მას ვიღაც უთვალთვალებდა, რასთან დაკავშირებითაც, პოლიციას განცხადებით მიმართა. ბასილაშვილის ადვოკატი კი აცხადებს რომ დოროყაშვილის განცხადებები სიმართლე არ არის.