კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ტურისტულ სექტორში დაწყებული მოკვლევა დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადასტურა. ინფორმაციას ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკითხი თბილისში, ტურისტებისთვის, ქალაქის ტურის მომსახურების სექტორში ორი კომპანიის დავას ეხებოდა.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ დამუშავებული მასალების შედეგად, მომჩივანის იდენტური სასაქონლო ნიშნებისა და სატრანსპორტო საშუალებების იერსახის უკანონო გამოყენება დადასტურდა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე კომპანიას ფინანსური სანქცია დაეკისრა და კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა დაევალა.