საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„ელჩი კელი დეგნანი და ამერიკელი სამხედროები საქართველოში პატივს მიაგებენ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას. შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი კვლავაც ურყევია“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.