სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფონდ "გურული დღიურებსა" და რაგბის კლუბ "სოხუმს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, ფონდი რაგბის კლუბ "სოხუმს" ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს და კლუბის წევრებს წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში დაეხმარება. შეხვედრას "გურული დღიურების" დამფუძლებელი გიორგი კეკელიძე უძღვებოდა.
ღონისძიებას ფონდის წარმომადგენლები, რაგბის კლუბ ,,სოხუმის” ბავშთა და კაცთა გუნდის მოთამაშეები, სოხუმელები და გუბდის გულშიმატკივრები ესწრებოდნენ.