პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველობის კანდიდატების შემფასებელ კომისიასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ნაწილთან კონსულტაციები გამართა
შეხვედრაზე კომისიის დაკომპლექტების საკითხი განიხილეს.
შალვა პაპუაშვილს "მოქალაქეების", "გირჩის", "ნაციონალური მოძრაობის" და პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატები შეხვდნენ.
შეგახსენებთ, კომისია, რომელიც სახალხო დამცველობის კანდიდატებს შეაფასებს, სამოქალაქო სექტორის და პროფესიული წრეების წარმომადგენელი 9 წევრით უნდა დაკომპლექტდეს.