რუსული სააგენტო „ტასს-ი“ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის შსს-ს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ 27 სექტემბრის დილის მდგომარეობით, რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოს საზღვრის გადაკვეთას დაახლოებით 5500 ავტომობილი, მათ შორის 3600-მდე მსუბუქი და 1900 სატრანზიტო სატვირთო ავტომანქანა ელოდება. ლარსის გამშვებ პუნქტთან ვითარების შესახებ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიც აკეთებს.