ბადრი ესებუას ვეძებთ, რა თქმა უნდა, ეს გახდა სახუმარო თემა, სახუმარო არ არის, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ ბადრი ესებუაზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრი დარწმუნებული არ არის დატოვა თუ არა ბადრი ესებუამ ქვეყნის საზღვრები, თუმცა ამბობს, რომ კმაყოფილია იმით თუ როგორ წარიმართა მაშინ სპეცოპერაცია, რადგან მას მსხვერპლი არ მოჰყვა.