ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილი როგორც შემსვლელთათვის, ისე გამომსვლელთათვის ჩაკეტეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყებაში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება კვლავ დაძაბულია, რადგან ელექტროსადგურის თანამშრომლები ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ.
„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება კვლავ დაძაბულია. სადგურის თანამშრომლებს არ სურთ მტერთან თანამშრომლობა და ცდილობენ დატოვონ ოკუპანტების მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილი როგორც შემსვლელთათვის, ისე გამომსვლელთათვის მთლიანად დაკეტილია“, - აცხადებენ უწყებაში.