23 წლის სანდრო თავართქილაზე ფორმულას კლასში ფრუნდება და ის ფორმულა 1-ის გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობ პოლ რიკარისზე იასპარეზებს, რომელიც საფრანგეთშია.
სანდრო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი მრბოლელია. ის ურთულეს კლასში 2 შემდეგ პირველად იასპარეზებს. სანდრო ფორმულა 4 -ის კლასში საქართველოს სახელით იასპარეზებს. თავართქილაზე მონაწილეობას მიიღებს FIA Motorsport games-ზე, რომელიც 26-30 ოქტომბერს გაიმართება.
სანდრო თავართქილაძე ამ მომენტში საქართველოში ვარჯიშობს. მზადების პროცესში მის განკარგულებაში იქნება ფორმულა ალფას ბოლიდი, რომელიც საქართველოშია, თუმცა ის დიდად განსხვავდება იმ ბოლიდისგან, რომლის მართვაც სანდროს ფორმულა 4-ის შეჯიბრზე მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ ეს სადნროსთვის ფორმულას კლასში დაბრუნებაა, რადგან მან 2019 წელს უკვე იასპარეზა ფორმულა რენოს კლასში, აზიის ჩემპიონატში და მესამე ადგილის მოპოვება შეძლო, მოიგო ერთი რბოლა და 10 ჯერ დაიკავა ადგილი პოდიუმზე.