საქართველოსა და გიბრალტარს შორის გამართულ შეხვედრას კიდევ ერთი დატვირთვა ჰქონდა ჩვენი ნაკრებისთვის. ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეთერთმეტე შეხვედრა არ წააგო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია. აქამდე ყველაზე კარგი სტატისტიკა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდს ჰქონდა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 11 შეხვედრაში 9 გამარჯვება და ორი ფრე ჩაიწერა აქტივში. 8 ჯერ კარი მშრალად შეინახეს, რაც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. გაიტანა 22 გოლი და მხოლოდ 4 მიიღო საკუთარ კარში. აღნიშნულ მიღწევას საფუძველი გასული წლის ოქტომბერში დაედო, როდესაც კოსოვოს ნაკრების დამარცხება მოვახერხეთ, ამის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდს არცერთი შეხვედრა არ წაუგია.