საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მეექვსე ტურის შეხვედრაში გიბრალტარის ნაკრებთან სტუმრად 2-1 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრა ჩვენი ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა, მეტოქე კი გამუდმებით თავის დაცვას ცდილობდა. მატჩის მე-18 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ინდივიდუალურმა ოსტატობამ შედეგი გამოიღო, ნაპოლის შემტევმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა და მისი გამოყენება თვითონვე მოახერხა.
ამის შემდეგ ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა არაერთხელ დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ მეორე ტაიმის სტარტზე მექვაბიშვილი წიტაიშვილის გათამაშებას, ამ უკანასკნელის სწრაფი გარღვევა და გოლი მოჰყვა, რომელიც 21 წლის შემტევისთვის სადებიუტო იყო.
თუმცა ქართველებმა უპირატესობის შენარჩუნება ბოლომდე ვერ მოახერხეს და 75-ე წუთზე სტანდარტიდან გოლი გაუშვეს, გიბრალტარელთა მხრიდან თავი ანესლეიმ გამოიჩინა. თუმცა ამის შემდეგ მასპინძლებმა ვეღარაფერი შეძლეს და შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის 6 შეხვედრაში 5 გამარკვებითა და 1 ფრით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და C დივიზიონის საუკეთესო პირველადგილოსნები გახდნენ, რაც საშუალებას გვაძლევს ნახევარფინალურ შეხვედრას საქართველოში ვუმასპინძლოთ. თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე ეს, დღეს საბერძნეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის შეხვედრაში გადაწყდება.