საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიმდინარე თემატური მოკვლევის ჯგუფმა ბოლო ზეპირი მოსმენა გამართა. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა განათლების სექტორში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ამილახვარის განცხადებით, მოკვლევის დასკვნაში გაიცემა რეკომენდაციები, რომელიც მიმართული იქნება საგანმანათლებლო სივრცის გაუმჯობესებისაკენ. თემატური მოკვლევა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.