რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში კრივოი როგის აეროპორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს და აეროპორტის ინფრასტრუქტურა გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საოლქო-სახელწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„აეროპორტისა და აღჭურვილობის შემდგომი გამოყენება შეუძლებელია,“ - აცხადებს რეზნიჩენკო.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.