„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მოთხოვნას - დაუყოვნებლივ ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის - პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, საჭიროა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთის ერთწლიანი სავიზო რეჟიმი გადაიხედოს.
დაუშვილი ამბობს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოსახლეობას მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ამ საკითხის რისკებისა და საფრთხეების თავიდან აცილების გზების შესახებ.