პარტია "საქართველოსთვის" წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმის შესახებ "ქართული ოცნების" ინიციატივა მანიპულაციებს არ გამორიცხავს. მისი თქმით, კვლავ რჩება ამომრჩეველთა მოსყიდვის, შავი ფულისა და ძალოვანი უწყებების გამოყენების საფრთხეები.
"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა კი აცხადებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებით არჩევნების პროცესი მეტად გამჭირვალე გახდება და ოპოზიციის კრიტიკა უსაფუძვლოა.