29 წელი სოხუმის დაცემიდან. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. დროშა დაეშვა თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.