ტელესერიალი „გვირგვინი“ ტელეეკრანებს ნოემბერში დაუბრუნდება.
შოუს მეხუთე სეზონის პირველი სერიის ნახვას მაყურებელი სტრიმინგ-სერვისზე 9 ნოემბერს ნახავს. დედოფალ ელისაბედის როლს იმელდა სტონტონი ასრულებს, პრინცესა დიანას ელიზაბეტ დებიკი განასახიერებს, პრინცს ჩარლზს კი დომინიკ ვესტი.
მანამდე ცნობილი გახდა იმ მსახიობების ვინაობა, ვინც მეექვსე სეზონში პრინცი უილიამისა და კეიტ მიდლტონის როლებს შეასრულებენ, თუმცა გადამღებმა ჯგუფმა შოუზე მუშაობა დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო შეაჩერა.
„გვირგვინი“ Netflix-ის ისტორიული დრამაა, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. შოუს პრემიერა 2016 წელს შედგა. სერიალს არაერთი ჯილდო, მათ შორის „ოქროს გლობუსი“, „ემი“ და „ბაფტა“ აქვს მოპოვებული.