თბილისის უძრავი ქონების ბაზრის უახლესი კვლევის თანახმად, აგვისტოში წლიურად დედაქალაქში ბინის დაქირავება თითქმის 80%-ით არის გაძვირებული. ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია.
რაც შეეხება გასაყიდი უძრავი ქონების ფასს, თბილისში მისი ფასი წლიურად 26.5%-ით გაიზარდა და კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდმა ფასმა 999 დოლარს მიაღწია.
კვლევის თანახმად, ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით ყველაზე მეტი უძრავი ქონება დიდ დიღომში, კრწანისსა და საბურთალოზე გაიყიდა. გაძვირებულია იჯარაც, რამაც წლიურად 60% შეადგინა.
კვლევითი ორგანიზაცია, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში გაზრდილ ნაკადებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს ქირის ფასს კიდევ მეტად გაზრდის.