პარკირების შემდეგ ჯარიმები ამჯერად ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობისთვისაც იზრდება. წარმოდგენილი კანონპროექტით პირველადი ჯარიმა 50-ი ლარის ოდენობით უცვლელი რჩება. იმ შემთხვევაში თუ პირი, გამოწერილი ჯარიმიდან 30-ი დღის განმავლობაში ისევ დაჯარიმდება, მისი ოდენობა სამმაგდება. სამი დაჯარიმების ყოველი შემდგომი დაჯარიმება 500-ი ლარის ოდენობით განისაზღვრება. ცვლილებების ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ საკანონმდებლო პაკეტი უსაფრთხო მგზავრობისა და ჰაერის დაბინძურების პრევენციის კუთხით არის მნიშვნელოვანი. საკითხზე, პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ისაუბრა.