ფინანსთა მინისტრ, ლაშა ხუციშვილს აქვს მოლოდინი, რომ ფასებისა და ინფლაციის შემცირება მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება. კონკრეტულად კი ინფლაციის მაჩვენებელი 2023 წლის მეორე კვარტალში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება, რაც 3-ი პროცენტია. რაც შეეხება საწვავს, მინისტრის განმარტებით, ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე საწვავთან მიმართებაში ფასის შემცირება ფიქსირდება, რაც გარკვეული დროის შემდეგ საქართველოშიც აისახება.