ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა 15 ლარიდან 30 ლარამდე იზრდება. ამის შესახებ დღეს ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცახდა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილეს.