ევროკომისიის 12-ი რეკომენდაციიდან გამომდინარე მომზადებული „საარჩევნო კოდექსი“ ინიცირებულია. 2024 წლიდან საქართველო ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადავა. იმ უბნებზე, სადაც ელექტრონული მარეგისტრირებელი და მთვლელი აპარატურა არ იქნება, ხმების ამსახველი ბიულეტენების სრული გაციფრულება და ცესკოს ოფიციალურ ვებ-პორტალზე ატვირთვა მოხდება. ამასთან, ცვლილებებით, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე არსებული 2000-ს ლარიანი ჯარიმა გაორმაგდება და 4000-ი ლარი გახდება.