ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების არჩევის პროცესთან დაკავშირებული ვადები, სავარაუდოდ, ირღვევა. არასამთვარობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, თამთა წვერაიძის განმარტებით, აღნიშნულ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პარლამენტს 14 დღის განმავლობაში უნდა მიეღო, რა ვადის ათვლაც 6 სექტემბრიდან დაიწყო. მისივე თქმით, ვადების დარღვევამ პრობლემები შესაძლოა, თავად კანდიდატებისთვის წარმოშვას.