სადაზღვევო კომპანია ალდაგი აგრო დაზღვევის საერთაშორისო კონფერენცია 2022-ის მხარდამჭერია. კონფერენციაში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 30-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელმა და აგროდაზღვევის ბაზრის მთავარმა მოთამაშემ მიიღო. AgroInsurance International Conference (agroinsconf.com) აგროდაზღვევის საერთაშორისო კონფერენცია ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიებაა, რომელიც სადაზღვევო ბაზრის განვითარების მიზნით ტარდება. კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები სოფლის მეურნეობის დაზღვევაში, სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის საერთაშორისო ბაზრების მიმოხილვა, აგროდაზღვევის პროგრამების ტექნიკური ასპექტები - შემუშავება და ბაზარზე დანერგვა, აგროდაზღვევის პორტფელის მართვისა და ანდერაიტინგის სპეციფიკა, სადაზღევევო კომპანიების ეფექტურობა და ტექნოლოგიების გაუმჯობესება. აღსანიშნავია, რომ აგროდაზღვევის მიმართულებით ალდაგი ბაზრის 74% წილს ფლობს და წლებია ლიდერობს ამ ბაზარზე როგორც ანაზღაურების ოდენობით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებითა და სერვისებით.