64 წლის მსახიობ ალეკ ბოლდუინსა და მის 38 წლის მეუღლე ჰილარიას გოგონა შეეძინა და მას ილარია კატალინა ირენა დაარქვეს. ჰოლივუდის ვარსკვლავის ცოლმა სასიხარულო ამბავი "ინსტაგრამის" საშუალებით გაასაჯაროვა. მან პოსტს წარწერაც დაურთო: "ის უკვე აქ არის! ერთი სული გვაქვს ჩვენი ციცქნა საოცნებო გოგონა გაგაცნოთ... მისი ბოლდუინიტო და-ძმები მასთან ატარებენ დღეს, რათა ერთმანეთს შეეჩვიონ და დაიკოს ახალ სახლში შეეგებონ. ყველა გვიყვარხართ და ძალიან გვიხარია ამ მშვენიერი სიახლის თქვენთან ერთად აღნიშვნა“.
ვიდეოში ჰილარიამ ფოტომონტაჟი ატვირთა, სადაც ნაჩვენებია საავადმყოფოში მყოფი ჰილარია ახალშობილით ხელში და კიდევ მრავალი ფოტო, რომელზეც პატარა გოგონა თავის და-ძმებს უკავიათ ხელში. ერთ-ერთ ფოტოზეა ალეკ ბოლდუინიც, რომელსაც ილარიას ნაფეხური აქვს მკლავზე მონიშნული.
წყვილს, რომელმაც 2012 წელს იქორწინა, უკვე 7 შვილი ჰყავს: 8 წლის კარმენ გაბრიელა, 7 წლის რაფაელი, 5 წლის ლეონარდო, 4 წლის რომეო, 2 წლის ედუარდო და წლინახევრის ლუსია (ის ალეკს სუროგატი დედისგან ჰყავს). მსახიობს 26 წლის შვილიც ჰყავს ყოფილი მეუღლისგან, აირლენდ ბოლდუინი.
წყარო: Ambebi.ge
View this post on Instagram