რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირსა და ევრატომში, ვლადიმერ ჩიჟოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესაბამისი განკარგულება იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა.
„გათავისუფლდეს ვლადიმერ ჩიჟოვი ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებაში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან“, - აღნიშნულია განკარგულებაში.