რუსეთში, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს, 21 -25 სექტემბერს, 2 352 ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას დამოუკიდებელი მონიტორინგის ჯგუფი OVD-Info ავრცელებს.
ჯგუფის მონაცემებით, შესაძლოა, დაკავებულების რეალური რაოდენობა მეტი იყოს. OVD-Info-ს ცნობით, 128 ადამიანი კვირას, ხუთ ქალაქში დააკავეს, მათ შორის მახაჩკალაში, იაკუტსკში, ირკუტსკში, რეფტინსკსა და კოტლასში.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა.