"მოძრაობა საქართველოსთვის" – "ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ" - ნიკა მელიასა და გიორგი მუმლაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. ქვეყნის ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და „შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით პროვოკაციის მოწყობა სცადა".