მოქმედი ომბუდსმენი პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის არჩევის წესის გაწერას მიესალმება თუმცა, უკმაყოფილოა, რომ არჩევა ერთჯერადად მოხდება. ნინო ლომჯარიასთვის ახალი ნორმების პრაქტიკაში დამკვიდრება რისკებს წარმოადგენს. ამიტომ, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ახლა ყველაზე მთავარი პროცესებზე დაკვირვებაა.
რაც შეეხება პარლამენტის მუშაობის პროცესს. ლომჯარია ამბობს, რომ პარლამენტს მისი კრიტიკისთვის დრო არ უნდა ჰქონდეს და მთელი ყურადღება ევროკავშირის მიერ მიცემული ვალდებულებების შესრულებას უნდა მოახმარონ.
სიახლეა, რომ მოქმედი ომბუდსმენის მოადგილე, სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას განიხილავს. ნინო ლომჯარია ინფორმაციას ადასტურებს თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს