რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოში გაზრდილმა მიგრაციამ უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, რიგი კატეგორიის ფართების ქირავნობა თბილისში ფაქტობრივად შეუძლებელია. ფასი გაიზარდა უძრავი ქონების შეძენაზეც. კომპანიები არ გამორიცხავენ, რუსეთში გამოცხადებულმა მობილიზაციამ, საქართველოში მიგრანტების ახალი ნაკადის შემოსვლა გამოიწვიოს, რაც ფასებს კიდევ უფრო გაზრდის. როგორც შეიცვალა თბილისის უძრავი ქონების ბაზარი, უახლესი ტენდენციები რიცხვებში "თიბისი კაპიტალმა" ახალ პუბლიკაციაში გამოაქვეყნა.
როგორც ირკვევა, თბილისში ბინის დაქირავება თითქმის 80%-ით არის გაძვირებული, რაც შეეხება გასაყიდი უძრავი ქონების ფასს, TBC Capital-ის თანახმად, თბილისში მისი ფასი წლიურად თითქმის 27%-ით გაიზარდა და კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდმა ფასმა 999 დოლარს მიაღწია. ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით ყველაზე მეტი უძრავი ქონება კრწანისსა და საბურთალოზე გაიყიდა.
გაძვირებულია იჯარაც, რაც წლიურად 60%-ს შეადგენს. ამასთან, საქსტატის მონაცემებით, წლიურად, ქვეყანაში უძრავი ქონების მშენებლობა 11%-ით არის გაზრდილი. TBC Capital-ის ინფორმაციით კი, თბილისში აგვისტოში გასაქირავებელი ბინის ფასი წლიურად 79%-ით გაიზარდა. გასაყიდი კი 27%-ით და კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდმა ფასმა 999 დოლარს მიაღწია.
მოსალოდნელია თუ არა უძრავ ქონებაზე ფასების კიდევ უფრო მეტად გაძვირება, ამ და სხვა საინტერესო თემებით ბიზნეს პალიტრას სტუმარია "არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე