ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედია პლატფორმა Bloomberg-ზე ახალი პროექტი დაიწყო. მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg-ი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ორ ვიდეორგოლს იღებს, მომზადდება სამი სტატია, რომელიც სოციალურ ქსელებში განთავსება. პროექტის ფარგლებში Bloomberg-ის გადამღები ჯგუფი თბილისში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მუშაობს.
ერთ კვირიანი გადაღებები საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმს, მღვიმეებს და კანიონინგს, კულტურას მოიცავს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლებსა და სტატიებს ჯამში 6 მილიონზე მეტი მაყურებელი და მკითხველი ეყოლება მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე. კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მაღალმხარჯველიანი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.