მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე თბილისში ზონალური პარკირების 736 აბონემენტი გაიყიდა. აღნიშნულ პერიოდში გაყიდული აბონემენტებიდან 209 არის 1-წლიანი, 401 - 1-დღიანი; 1-კვირიანი - 50; 1-თვიანი - 20; 6-თვიანი კი - 56.
რაც შეეხება პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობას, 1-ელი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე 155 853 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა. ინფორმაციისთვის, 1-ელი ივლისიდან, საბურთალოსა და ისნის რაიონებში ზონალური საათობრივი პარკირება ამოქმედდა, 1 საათის საფასური 1 ლარია, პარკირებისთვის კი 1751 ადგილი გამოიყო.
ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ასევე, შშმ პირთათვის და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის, პარკირება უფასოა. რაც შეეხება პარკირების აბონემეტებს, ზონალური პარკირების საფასური დროის მონაკვეთის მიხედვით ასეთია: 1 დღე 20 ლარი, 1 კვირა - 100 ლარი. 1 თვე - 300 ლარი. 6 თვე კი - 500 ლარი. 1 წლიანი აბონემენტის შემთხვევაში კი ღირებულება - 800 ლარს შეადგენს.