დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კომპანია ბი-პი-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის შესაბამისად, სააგენტომ და ბი-პი-მ გამოთქვეს მზაობა ერთობლივად განიხილონ პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში დაცული ტერიტორიების მდგრად განვითარებას. ურთიერთგაგების მემორანდუმიდაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბი-პი-ს შორის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას ეფუძნება.