პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე კონფერენცია თბილისში დღეს გაიხსნება. კონფერენციას "გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" , საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი გახსნიან. თბილისში დაგეგმილ პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას 60 ქვეყნის 300 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები დაესწრებიან. საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა ქვეყნის გენერალურ პროკურორებთან და უწყებების წარმომადგენლებთან.