პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ირაკლი შოთაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორსაც შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, დანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარებაზე, საქართველოსა და აზერბაიჯანში სისხლის სამართლის სფეროში ბოლო წლებში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.