ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრობის კანდიდატების არჩევის პროცესთან დაკავშირებული ვადები, სავარაუდოდ, ირღვევა. არასამთვარობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციაში“ აცხადებენ, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პარლამენტს 14 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მიეღო, ვადის ათვლა კი 6 სექტემბრიდან დაიწყო. თავის მხრივ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ირწმუნება, რომ პარლამენტი 14-დღიანი ვადით შეზღუდული არ არის. ოხანაშვილი ამ კონტექსტში აქცენტს საკუთრივ პარლამენტის რეგლამენტზე აკეთებს. დეპუტატის განცხადებით, თანამდებობის პირების არჩევასთან დაკავშირებით რეგლამენტში მითითებულია სიტყვა “როგორც წესი“, რაც იმას ნიშნავს, რომ წარდგენილი კანდიდატების განხილვა და კენჭისყრაზე დაყენება ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგაც არის შესაძლებელი.