ლეგენდარულმა შვეიცარილმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა, საჩოგბურთო კარიერა დაასრულა. მან ბოლო მატჩი წყვილში რაფაელ ნადალთან ერთად, ლონდონის არენა О2-ზე, საერთაშორისო ტურნირის Laver Cup-ის ფარგლებში ჩაატარა. შვეიცარიელმა და ესპანელმა ჯეკ სოკისა და ფრენსის ტიაფუს ამერიკულ წყვილთან წააგეს - 6:4,6:7 (2:7), 9:11, მაგრამ მატჩის შედეგი არ იყო მთავარი, რადგან ჩოგბურთის სამყარომ ლეგენდა გააცილა. თამაშის დასრულების შემდეგ როჯერი ტიროდა, ნადალს და სხვა მოთამაშეებს ეხვეოდა, 17 500 გულშემარკივარი კი მის სახელს სკანდირებდა.
“მშვენიერი დღე გამოვიდა. ვუთხარი ბიჭებს, რომ ბედნიერი ვარ და არა მოწყენილი. მაგარია აქ ყოფნა! სასიამოვნო იყო ფეხსაცმელზე ზონრების შეკვრაც, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი ბოლო იყო. სტრესი საერთოდ არ მიგვრძნია, რადგან ბიჭები გვერდში მედგნენ. ასევე - ჩემი ახლობლები და მეგობრები. ბუნებრივია, ვშიშობდი, რომ ტრავმას მივიღებდი, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია. ეს იდეალური მოგზაურობა იყო. ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ გავიმეორებდი".