სპორტში წარმატების მიღწევა კომფორტული აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია, რადგან მოხერხებული და კონკრეტულ სპორტულ სახეობაზე გათვლილი ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საკუთარი შესაძლებლობების სათანადოდ წარმოსაჩენად. დღევანდელ გადაცემას სწორედ სპორტული ფეხსაცმლის უდიდეს და ყველასთვის ცნობილ ბრენდს დავუთმობთ, New Balance მსოფლიოში სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ერთ-ერთი მწარმოებელი, ტრანსნაციონალური კორპორაცია, რომელიც ბოსტონში, კერძოდ მასაჩუსეტსი მდებარეობს და 1906 წლიდან იღებს სტარტს როგორც New Balance Arch Support Company. კომპანია კერძო საკუთრებაშია და 2021 წელს საერთო შემოსავალმა 4,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.
კომპანია ამერიკულია არა მხოლოდ იმიტომ რომ იქ დაარსდა, აღსანიშნავია რომ დიდ ბრენდებთან შედარებით, რომელთა წარმოებამ აზიაში გადაინაცვლა - New balance უმთავრესი და უმეტესი პროდუქტი აშშ-ში ხელით მზადდება. მივყვეთ თანმიმდევრულად და ერთად გადავავლოთ თვალი როგორ ჩამოყალიბდა და განვითარდა კომპანია ამ ორი საუკუნის განმავლობაში.
William J. Riley, ირლანდიელი ემიგრანტი გახლდათ, რომელიც ამერიკაში თავისი იდეების განსახორციელებლად გადმოსახლდა. ყველაფერი კი 1906 წელს დაიწყო, როდესაც ბოსტონის რაიონში New Balance Arch Support Company დააარსა. მისი ძირითადი იდეა და საქმიანობა ფეხსაცმლის ძირებისა და სხვა აქსესუარების, მათ შორის ე.წ. სუპინატორების წარმოება იყო, რაც მომხმარებელს უადვილებდა გადაადგილებას და უფრო კომფორტულს ხდიდა თავად ფეხსაცმელს. მისი პირველი პროდუქტი, სწორედ ასეთი მოქნილი თაღოვანი სამ წერტილზე დასაყრდენი იყო, წონასწორობისა და კომფორტისთვის. ითვლება, რომ რაილიმ ეზოში ქათმებზე დაკვირვებით აღმოაჩინა წონასწორობისა და სწორი ბალანსისთვის საყრდენი წერტილები ტერფზე. სუპინატორი - რკინის, ხის ან პლასტიკისგან დამზადებული ამოზნექილი ფორმის საყრდენია ფეხსაცმელში, რომელიც ერთდროულად კომფორტსაც უწყობს ხელს და ამავე დროს ფეხსაცმლის ფორმის შენარჩუნებას, მით უფრო როდესაც მისი ტარება დღის განმავლობაში დიდი ხნით გვიწევს. შესაბამისად, რადგან ასეთ უნიკალურ საშუალებას იძლეოდა რაილის სამკერვალო, მომხმარებელთა რაოდენობაც იზრდებოდა.
New Balance აწარმოებს ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ასორტიმენტს მორბენალებისთვის, სხვა სპორტსმენებისთვის და არასპორტსმენებისთვის. კომპანია ასევე თანამშრომლობს ცნობილ ადამიანებთან ბრენდირებული პროდუქციის ხაზის გასაშვებად.
New Balance-ის სარბენი ფეხსაცმელი მოიცავს მის Fresh Foam-ისა და FuelCell-ის ხაზებს. კომპანია ყიდის Kawhi Leonard-ის ბრენდის საკალათბურთო ფეხსაცმლის ხაზს. New Balance აწარმოებს ბეისბოლის ფეხსაცმელს. New Balance Numeric სკეიტბორდის ფეხსაცმლის ბრენდია, ეს გახლავთ დაფინანსებული გუნდი, რომელსაც კოორდინაციას პროფესიონალი სკეიტბორდერი ჯონ რატრეი უწევს. კომპანია ასევე აწარმოებს ყოველდღიური ფეხსაცმლის Made in USA ხაზს, რომელიც ცნობილია შეერთებულ შტატებში წარმოებული ფეხსაცმლით. იგი ასევე აწარმოებს ხაზს სახელწოდებით Made by Women, რომლებიც მუშაობენ New Balance-ის დიზაინსა და საწარმოო ობიექტებში მასაჩუსეტსში. New Balance-ის სპორტულ ტანსაცმელში შედის ქუდები, სპორტული წინდები და წყლის ბოთლები. კომპანია ასევე აწარმოებს ყოველდღიური ტანსაცმლის ხაზს, მათ შორის ღილებიან პერანგს-ქურთუკებს, ქარიშხალს, გრძელსახელოებიანს მაისურებს და შარვლებს, ასევე სვიტერებს და სპორტულ შარვლებს. დღესდღეობით კომპანია ფლობს რამდენიმე ბრენდებს. 2015 წლის კომპანიის წლიურმა გაყიდვებმა 3,7 მილიარდი დოლარის მოგება მოიტანა.