საერთაშორისო ანგარიშსწორებაში დოლარის წილი ზედიზედ მესამე თვეა რაც იზრდება, მაშინ როცა ევროს წილი ბოლო ორი წლის მინიმუმზეა დასული. ამის შესახებ SWIFT-ის მონაცემებიდან ვიგებთ.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროთი ანგარიშსწორება აგვისტოში 34,5%-მდეა შემცირებული, რაც ივლისის მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლებია. ამასთან, დოლარი განაგრძობს ლიდერობას უკვე ზედიზედ 15 თვეა, აგვისტოში მისი წილი 42,6% იყო, მაშინ როცა ივლისში 41,2% ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელის აგვისტოში ევროთი ანგარიშსწორების წილი 36%, ხოლო დოლარის 39% იყო.
როგორც Bloomberg წერს, დოლარით ანგარიშსწორება ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროპაში მზარდი ენერგოკრიზისისა და უკრაინაში განგრძობადი კონფლიქტის ფონზე.