ფინეთში რუსული ტურიზმი, ისევე, როგორც ფინეთის გავლით ტრანზიტი უნდა შეწყდეს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რასაც Reuters-ი ავრცელებს.
მისი თქმით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ფინეთის მთავრობა რუსებისგან მომდინარე რისკებს აფასებს, რომლებმაც ფინეთის გავლით უნდა იმოგზაურონ და განიხილავს გზებს, რომ რუსეთიდან მიმოსვლა მკვეთრად შემცირდეს.
სააგენტო წერს, რომ ფინეთი, რომელიც რუსეთს ხმელეთით ესაზღვრება, სასაზღვრო მიმოსვლის გაზრდის გამო რუსების უმრავლესობისთვის მოგზაურობის აკრძალვას განიხილავს.21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის განკარგულება გამოსცა, რის შემდეგაც რუსეთიდან უვიზო ქვეყნებისკენ ავიაბილეთებზე მოთხოვნა გაიზარდა. რუსეთის მოსაზღვრე ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა რუსებისთვის შესვლა სრულად მანამდეც აკრძალა. ბალტიისპირეთის სამმა სახელმწიფომ, ასევე, განაცხადა, რომ ისინი არც მობილიზაციისგან გაქცეულ რუსებს მისცემენ თავშესაფარს.
მობილიზაციამდე ფინეთმა რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ღია დატოვა, თუმცა სავიზო განაცხადების რაოდენობა შეზღუდა. ფინეთის სასაზღვრო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელის მონაცმებით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის საზღვარზე რუსების ნაკადის ზრდა დაფიქსირდა.