2022 წლის აგვისტოში რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 48 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე გავიდა - ამის შესახებ pmcg-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია.კვლევის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკამ რუსების, ბელორუსების და უკრაინელების შემოსვლისა და გასვლის რაოდენობაში მნიშვნელოვანი განსხვავებები აჩვენა.
კერძოდ, 2022 წლის აგვისტოში რუსეთიდან დაახლოებით 48 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. უკრაინისთვის აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით - 3.6 ათასს გაუტოლდა, ხოლო ბელარუსისთვის - 2.9 ათასს.
ჯამში, 2022 წლის მარტი-აგვისტოს განმავლობაში კი რუსეთიდან დაახლოებით 228 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე გავიდა, ხოლო უკრაინელებისა და ბელორუსებისთვის ეს მაჩვენებელი შესაბამისად, 37 და 29 ათასი იყო.